|
2015-02-08 10:37:04, 681 ნახვა
საზოგადოება
202-ე უსინათლო ბავშვთა საჯარო სკოლის მიმდებარედ მიტოვებული მშენებლობის საძირკვლიდან წყლის ამოტუმბვა მიმდინარეობს
ავლაბარში, ქეთევან წამებულის №24-სა და ფოსტის ქუჩების №3/5 ტერიტორიაზე, 202-ე უსინათლო ბავშვთა საჯარო სკოლის მიმდებარედ მიტოვებული მშენებლობის საძირკვლიდან წყლის ამოტუმბვის სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოებს თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დავალებით, სამშენებლო კომპანია „რეალთი ავლაბარი“ ახორციელებს. დღეს ადგილზე სამუშაოებს თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსი, გეგი ნიჟარაძე გაეცნო. გეგი ნიჟარაძის თქმით, აღნიშნულ ტერიტორიაზე მშენებლობისთვის გაჭრილი საძირკველი წყლით 7 წლის განმავლობაში იყო სავსე და საფრთხეს უქმნიდა როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ისე გვერდით მდებარე უსინათლო ბავშვთა საჯარო სკოლას. მისივე თქით, ქვაბული ამ ხნის განმავლობაში მიტოვებული იყო და ივსებოდა როგორც ატმოსფერული ნალექით, ისე დაზიანებული მილიდან ჩამდინარე წყლით. „საძირკვლიდან 28 000 კუბური მეტრი წყალი ამოიტუმბა. GWP”-ს წარმომადგენლები ადგილზე მუშაობენ, აღდგება დაზიანებული წყლის მილი და პრობლემა აღმოიფხვრება“, - განაცხადა გეგი ნიჟარაძემ. მისივე თქმით, პროცესში აქტიურად მონაწილეობს ისნის რაიონის გამგეობა. ნაგვისგან გაიწმინდა საძირკველი და დასუფთავდა მიმდებარე ტერიტორია. უსინათლო ბავშვთა საჯარო სკოლის პედიატრის, თამარ ივანიშვილის განცხადებით, წლების განმავლობაში სკოლის ხელმძღვანელობამ არაერთხელ მიმართა შესაბამის უწყებებს, თუმცა უშედეგოდ. "ამ ადგილას იყო ჭაობი, იყო ლეიშმანიოზის გავრცელების საშიშროება. წინა მთავრობის დროს არაერთხელ მივმართეთ შესაბამის უწყებებს, მაგრამ უშედეგოდ. დღეს ეს პრობლემა სრულად მოგვარდა“, - განაცხადა თამარ ივანიშვილმა. წყლის ამოტუმბვის სამუშაოები რამდენიმე დღეში დასრულდება. საძირკვლის ამოშრობის შემდეგ, კომპანია „რეალთი ავლაბარი“ საცხოვრებელი კორპუსის სამშენებლო სამუშაოებს განაახლებს.
უკრაინულმა დრონებმა სამარის რეგიონში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, ორი ადამიანი დაიღუპა
კობახიძემ აღიარა რომ მისი გუნდის წარმომადგენლები სიძულვილის ენას იყენებენ
კობახიძე დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებზე - სადაც შემოდის ჭარბად პოლიტიკური ელემენტი, რთულდება რაციონალური გადაწყვეტილებების მიღება
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)