|
2023-02-17 09:33:04, 1028 ნახვა
მსოფლიო
ნულანდი - აშშ და G7 რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს 24 თებერვლისთვის ამზადებენ
აშშ და G7 რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს 24 თებერვლისთვის ამზადებენ,- აღნიშნულის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ვიქტორია ნულანდმა განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული სანქციები გააფართოებს და გააღრმავებს მანამდე ამოქმედებულ შეზღუდვებს გარკვეულ კატეგორიებში. "ვფიქრობ, რომ 24 თებერვლისთვის თქვენ იხილავთ სანქციების ახალ პაკეტს ამერიკის მხრიდან, ასევე G7-ის პარტნიორებისგან. ეს სანქციები გააფართოებს და გააღრმავებს მანამდე ამოქმედებულ შეზღუდვებს გარკვეულ კატეგორიებში, რომლებიც უკავშირდება რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიისთვის ტექნოლოგიისა და აღჭურვილობის ნაკადის შეზღუდვას და ა.შ." - განაცხადა ნულანდმა. მისივე თქმით, ინდივიდუალური სანქციები ასევე მზადდება იმ პირებისთვის, რომლებიც მონაწილეობენ ან ცდილობენ მხარი დაუჭირონ რუსეთის ომს უკრაინის წინააღმდეგ. ნულანდის თქმითვე, სანქციები შესაძლოა დაუწესდეთ იმ ქვეყნებსაც, რომლებიც ეხმარებიან რუსეთს თავი აარიდონ მანამდე დაწესებულ სანქციებს. "ასევე ვაპირებთ გავაფართოოთ ჩვენი საექსპორტო კონტროლი, რათა მოვიცვათ ქვეყნები, რომლებიც ეხმარებიან რუსეთს. საჯაროდ გვილაპარაკია ირანზე, ჩინეთსა და ჩრდილოეთ კორეაზე. თუმცა არსებობენ სხვა ქვეყნების, რომლებსაც რუსეთი იყენებს იმისთვის, რომ სანქციები თავიდან აირიდოს", - დასძინა ნულანდმა. შეგახსენებთ, რომ 15 თებერვალს ევროკომისიამ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების მეათე პაკეტი ოფიციალურად წარადგინა, რომელიც ასევე ითვალისწინებს სანქციებს ირანული ორგანიზაციების წინააღმდეგ.
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)