|
2023-02-16 20:30:18, 1286 ნახვა
კომენტარი
გვარამია - მიშას არა უბრალოდ კლავენ, არამედ იმიტომ კლავენ, რომ ევროპამ კარები სამუდამოდ დაგვიხუროს
მიშას არა უბრალოდ კლავენ, არამედ იმიტომ კლავენ, რომ ევროპამ სამუდამოდ დაგვიხუროს კარები, - ამის შესახებ "მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ რუსთავის ციხის 212-ე საკნიდან გამოქვეყნებულ წერილში განაცხადა. მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილის ამოცანა არის ევროპის უარი და ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ამ მიზანს მიაღწიოს, მათ შორის, მიხეილ სააკაშვილსაც მუდმივად ამ მდგომარეობაში ამყოფებს, ტელეკომპანია "ფორმულასაც" დემონსტრაციულად წაიღებს და აგენტებზე კანონსაც მიიღებს. "სააკაშვილის საკითხზე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მიშას არა უბრალოდ კლავენ, არამედ იმიტომ კლავენ, რომ ევროპამ სამუდამოდ დაგვიხუროს კარები. ივანიშვილის ამოცანა არის ევროპის უარი და მიშასაც მუდმივად ამ მდგომარეობაში ამყოფებს, "ფორმულასაც" დემონსტრაციულად წაიღებს და ყველაფერს იმგვარს კიდევ ჩაიდენს, რაც ამ მიზნის უტყუარად მიღწევისთვის სჭირდება. ცხადია, აგენტებზე კანონსაც მიიღებს. ნუ გექნებათ მოლოდინი, რომ რამეს ვერ იკადრებენ. იკადრებენ!", - წერს ნიკა გვარამია.
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)