|
2023-02-15 20:47:48, 965 ნახვა
მსოფლიო
ყაზახეთის ყოფილ პრეზიდენტ ნაზარბაევს ერის ლიდერის წოდება ჩამოართვეს
ყაზახეთის ექსპრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა დაკარგა „ელბაზის“ („ერის ლიდერი“) ტიტული, რომელსაც 2010 წლიდან ატარებდა და ახლა მას ასევე არ აქვს უფლება ინიციატივებით მიმართოს ხალხს, სახელმწიფო ორგანოებსა და ოფიციალურ პირებს. შესაბამის კანონს ხელი ყაზახეთის პრეზიდენტმა კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა მოაწერა. ასევე, დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც ნაზარბაევის დაკავება, ჩხრეკა და დაკითხვა არ შეიძლებოდა, ვადა გაუვიდა. ნაზარბაევი ექვემდებარება კონსტიტუციით და კანონით „პრეზიდენტის შესახებ“ დადგენილ ზოგად გარანტიებს ქვეყნის ყველა ყოფილი ლიდერისთვის. იანვარში ყაზახეთის პარლამენტმა კანონი „ელბასის შესახებ“ ძალადაკარგულად გამოაცხადა, შემდეგ კი საპატიო სენატორის ტიტულიც, რომელიც ნაზარბაევს 2019 წლიდან ჰქონდა, გაუქმდა. 2022 წელს ყაზახეთმა მიიღო ცვლილებები, რომლებმაც გააუქმეს ნაზარბაევთან ძირითადი პოლიტიკის მიმართულებების კოორდინაციის აუცილებლობა და გააუქმეს ნაზარბაევის უვადო თავმჯდომარეობა სახალხო კრებასა და უშიშროების საბჭოში. რამდენიმე თვის შემდეგ გაირკვა, რომ ხელისუფლებამ ყაზახეთის ხაზინას თითქმის 500 მილიონი დოლარი დაუბრუნა ნაზარბაევის ნათესავებთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმეების გამოძიების დროს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)