14:49 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-15 11:14:00, 1670 ნახვა

ეკონომიკა
საქართველომ Inter Rao-სთან საარბიტრაჟო დავა წააგო - ქვეყანამ რუსეთს $76 მილიონი უნდა გადაუხადოს

საქართველომ რუსულ ენერგოგიგანტ Inter Rao-სთან საარბიტრაჟო დავა წააგო. ქვეყანას $76 მილიონის გადახდა დაეკისრა

საქართველოსა და Inter Rao-სთან ექვსწლიანი დავა მსოფლიო ბანკთან არსებულ საერთაშორისო საინვესტიციო დავების მოგვარების ცენტრში (ICSID) მიმდინარეობდა. დავის განაჩენი, რომელიც 2021 წელს გახდა ცნობილი, იუსტიციის სამინისტრომ გაასაჩივრა. 

საქართველომ ასევე წააგო სტოკჰოლმის საარბიტრაჟო ტრიბუნალში მიმდინარე კიდევ ერთი დავა Inter Rao-სთან, რომლის ფარგლებშიც ქვეყანას $112 მილიონი დოლარის გადახდა დაეკისრა. 

ცნობისთვის, საქართველოს წინააღმდეგ Inter Rao-მ სარჩელი 2017 წელს შეიტანა. კომპანია ქვეყნისგან მოითხოვდა იმ ზარალის ანაზღაურებას, რაც მას ლარის გაუფასურებით მიადგა. Inter Rao საქართველოსგან $125 მილიონს ითხოვდა.

კომპანია დავობდა, რომ საქართველოში მისი ჰიდროელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ტარიფში უნდა ასახულიყო ვალუტის გაუფასურებით მიყენებული ზარალიც. თუმცა, საქართველოს სატარიფო მეთოდოლოგია მსგავს ჩანაწერს არ ითვალისწინებს, რის გამოც შესაბამისი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

Inter Rao ფლობს თბილისის ენერგომომარაგებაზე პასუხისმგებელი კომპანია “თელასის” აქციათა 75%-ს. ამას გარდა, ეკუთვნის საქართველოში არსებული ორი ჰიდროელექტროსადგური, "ხრამჰესი 1" და "ხრამჰესი 2". 

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სუს-ის თანამშრომელი საკუთარ ავტომანქანაში, თავისივე ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით გარდაცვლილი იპოვეს
მერია არ გასცემს ნებართვას 26 მაისის აქციისთვის სცენის მოსაწყობად
კალიფორნიაში ქიმიური ნივთიერების დაღვრის გამო 40 000-ზე მეტი ადამიანი იქნა ევაკუირებული
23-25 მაისს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics