|
2023-02-14 22:10:10, 1182 ნახვა
კომენტარი
ხაბეიშვილი - ჩვენ მზად ვართ, გადავარჩინოთ გელათი, ავიღებთ ამას ჩვენს თავზე, საქმეში სპეციალისტები უნდა ჩაერთონ
ჩვენ მზად ვართ, გადავარჩინოთ გელათი, ავიღებთ ამას ჩვენს თავზე, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, გელათის საქმეში მოქალაქე სპეციალისტების გარდა, უცხოელი სპეციალისტებიც უნდა ჩაერთონ, ვინაიდან კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი, როგორც ხაბეიშვილია აღნიშნავს დაკავებულია ფულის კეთებით და ჩართულია კორუფციაში. "ამ ხალხს უნდა ჩვენი ისტორია გადაწეროს, ეს არ გამოვა. არ უნდა მივცეთ გელათის განადგურების შესაძლებლობა, ხალხსაც მოგიწოდებთ, უნდა იყოს საზოგადოებრივი აზრი. ჩვენ მზად ვართ, გადავარჩინოთ გელათი, ავიღებთ ამას ჩვენს თავზე, სპეციალისტები უნდა ჩაერთონ ამ საქმეში, უცხოელებიც უნდა ჩამოვიყვანოთ, ადგილზეც უამრავი სპეციალისტი გვყავს, მაგრამ ჯალათი თეა დაკავებულია იმით, რომ ფული იშოვოს, კორუფციაში იყოს და მერე გამოვიდეს, ცინიკური განცხადებები აკეთებს. ყველა კულტურის მოღვაწეს, გმირებს, ვინც არ ემონებით და არ უნდა დაემონოთ, ყველას გეუბნებით, არ ხართ მარტო, ყველანაირად გვერდში დაგიდგებით. ვიბრძოლოთ ერთად", - განაცხადა ხაბეიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)