19:49 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-12 19:50:09, 1169 ნახვა

მსოფლიო
თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 33 000-ს გადააჭარბა

თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 33 181-ს მიაღწია. აღნიშნულ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

თურქეთის საგანგებო სიტუაციების საკოორდინაციო ცენტრის ცნობით, ქვეყანაში მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვი 29 605-მდე გაიზარდა.

რაც შეეხება სირიას, ე.წ. თეთრი ჩაფხუტების სამოქალაქო თავდაცვის ჯგუფის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 3 576-ია, მათგან 2 168 მოქალაქე სირიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, ამბოხებულების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დაიღუპა.

ქვეყნის სახელმწიფო მედია ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება, რომ მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე 1 408 ადამიანის გარდაცვალების ფაქტი დადასტურდა.

შეგახსენებთ, დამანგრეველი - 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, სირიის საზღვართან ახლოს 6 თებერვალს მოხდა. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრა ადგილობრივი დროით 04:17 საათზე 17,9 კმ სიღრმეზე, ქალაქ გაზიანტეპთან დაფიქსირდა.

მოგვიანებით, ადგილობრივი დროით 13:24 საათზე თურქეთში კიდევ ერთი 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი ამჯერად ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში იყო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics