2023-02-11 14:08:45, 1465 ნახვა
მსოფლიო
შოლცის განცხადებით, მარტის ბოლომდე Leopard 2-ის 80 ტანკი უკრაინაში გასაგზავნად მზად იქნება
მარტის ბოლომდე Leopard 2-ის 80 ტანკი უკრაინაში გასაგზავნად მზად იქნება,- ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა.
ჟურნალისტის კითხვაზე, არის თუ არა დარწმუნებული, რომ 2 ბატალიონი, დაახლოებით 80 ერთეული Leopard 2-ის ტანკი, ნამდვილად მზად იქნება მარტის ბოლომდე უკრაინაში გასაგზავნად, შოლცმა განაცხადა: "იმედი მაქვს, რომ საბოლოო ჯამში, მოხერხდება".
ამასთან, შოლცის განცხადებით, "ეს ადვილი არ იქნება" და ბერლინი პარტნიორებთან ერთად ცდილობს ამ საკითხის პოპულარიზაციას.
შეგახსენებთ, რომ 25 იანვარს, გერმანიის მთავრობამ დაადასტურა, რომ უკრაინას Leopard 2-ის 14 ტანკს გადასცემს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,