20:33 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-10 09:41:33, 1538 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინის რამდენიმე ოლქში საჰაერო განგაშია - რუსეთის საოკუპაციო ძალებმა კამიკაძე დრონები გაუშვეს

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის მიმართულებით ირანული კამიკაძე დრონები გაუშვეს. უკრაინის რამდენიმე ოლქში საჰაერო განგაშია გამოცხადებული. 

აფეთქებების ხმა ისმის ხარკოვში, დნეპროპეტროვსკში, დონეცკსა და ზაპოროჟიეში.

დნეპროპეტროვსკის რეგიონის ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას დრონების შესაძლო თავდასხმის შესახებ აფრთხილებს.

„ხელმისაწვდომი მონაცემებით, რეგიონის მიმართულებით სავარაუდოა, რომ თავდასხმა განხორციელდეს კამიკაძე დრონების მიერ“, - განაცხადა  დნეპროპეტროვსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერჰი ლისაკმა.

მან მოქალაქეებს მოუწოდა თვალყური ადევნონ საჰაერო თავდასხმის სიგნალებს. 

ამავდროულად, დნეპროპეტროვსკის რეგიონული საბჭოს თავმჯდომარემ, ნიკოლაი ლუკაშუკმა აღნიშნა, რომ კამიკაძე დრონები მიმართული იქნა ზაპოროჟიეს ოლქისკენაც.  

"შაჰედები მიდიან ზაპოროჟიეს მიმართულებით. დაიმახსოვრეთ უსაფრთხოების წესები და იზრუნეთ საკუთარ თავზე. არავითარი ფოტო და ვიდეო", - დაწერა მან Telegram- ზე.

ხარკოვში, დაბომბვის გამო, ზოგიერთ რაიონში შუქი ჩაქრა, წინასწარი მონაცემებით. რუსი ოკუპანტები ბომბავენ ხარკოვის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას. დაშავებულების და ზარალის შესახებ ინფორმაცია დგინდება.

"ყურადღება! ხარკოვისა და რეგიონის მაცხოვრებლებმა, დამპყრობლები ისევ ისვრიან! ნუ უგულებელყოფთ სიგნალიზაციას. დარჩით თავშესაფრებში!",- განაცხადა ქალაქის მერმა, იგორ ტერეხოვმა.

რუსეთის საავიაციო აქტივობა ასევე დაფიქსირდა აზოვის ზღვაში.
 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics