|
2023-02-09 17:35:15, 1184 ნახვა
მსოფლიო
გაეროს ჰუმანიტარული დახმარების კოლონა სირიის ოპოზიციის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ჩავიდა
გაეროს ჰუმანიტარული დახმარების კოლონა სირიის ოპოზიციის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ჩავიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. BBC-ის ინფორმაციით, ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ექვსი სატვირთო მანქანა, რომლებსაც ჰიგიენის ნაკრები და სხვა ჰუმანიტარული ნივთები გადაჰქონდა, ოპოზიციის მიერ კონტროლირებად იდლიბში მივიდა. ადგილობრივი მაშველები აცხადებენ, რომ მიწისძვრას სულ მცირე 1,900 ადამიანი ემსხვერპლა, მოქალაქეების ნაწილი კი კვლავ ნანგრევების ქვეშ არის მოყოლილი, ადგილზე სამაშველო მოქმედებები მიმდინარეობს. შეგახსენებთ, რომ 6 თებერვალს თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, სირიის საზღვართან ახლოს 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრა ადგილობრივი დროით 04:17 საათზე 17,9 კმ სიღრმეზე ქალაქ გაზიანტეპთან დაფიქსირდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)