|
2023-02-06 14:46:41, 1512 ნახვა
მსოფლიო
თურქეთში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა - ბიძგების სიმძლავრემ 7.8 მაგნიტუდა შეადგინა
თურქეთში კიდევ ერთი 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. აღნიშნული ინფორმაცია ცოტა ხნის წინ "ტელეგრამ-არხებზე" გავრცელდა. სეისმოლოგიის დამოუკიდებელი სამეცნიერო ორგანიზაციის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში იყო. სეისმური მონაცემებით დადასტურებულია მიწისძვრა წინასწარი ინფორმაცია: 7. 8 მაგნიტუდა ელბისტანის სამხრეთით 13 კმ ადგილობრივი დროით 13:24:50 საათზე. შეგახსენებთ, მანამდე, ადგილობრივი დროით 04:17 საათზე, თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, სირიის საზღვართან ახლოს 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრა 17,9 კმ სიღრმეზე ქალაქ გაზიანტეპთან დაფიქსირდა. ბოლო მონაცემებით, თურქეთსა და სირიაში დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 1 200-ს გადააჭარბა. თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ქვეყანაში მიწისძვრას 912 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულთა რიცხვი კი სულ მცირე 5 383-ს შეადგენს. სირიის უახლესი შეფასებით, რომელსაც გაერთიანებულ სამეფოში დაფუძნებული ადამიანის უფლებათა სირიის ობსერვატორია აწარმოებს, დაღუპულია 320 ადამიანი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)