|
2023-02-06 11:27:53, 871 ნახვა
მსოფლიო
7,8 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად, თურქეთში 300-მდე ადამიანი დაიღუპა
7,8 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად, თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ პროვინცია კაჰრამანმარაშის პაზარჯიკის რაიონში, 6 თებერვალს დილის 06:30 საათისთვის, ქვეყნის ათ პროვინციაში დაიღუპა 284 ადამიანი, დაშავდა სულ მცირე 2323 ადამიანი. როგორც სააგენტო ანადოღლუ იუწყება მსხვერპლი შესაძლოა ბევრად გაიზარდოს. ბიძგები იგრძნობოდა მიმდებარე პროვინციებში, ძირითადად ჰატაიში, ოსმანიაში, ადიამანში, გაზიანთეპში, შანლიურფაში, დიარბაქირში, მალატიასა და ადანაში. თურქეთმა საფრთხის უმაღლესი დონე გამოაცხადა. ხელისუფლებამ მიმართა საერთაშორისო დახმარებას. თურქეთის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა სტიქიის ზონაში დახმარებისა და სამაშველო ჯგუფების გადასაყვანად ორი თვითმფრინავი გამოყო. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სატელეფონო საუბარი გამართა ადანას, მალატიის, გაზიანთეპის, დიარბაქირის, ჰატაის, ადიამანის, ოსმანიესა და შანლიურფას პროვინციების გუბერნატორებთან. სახელმწიფოს მეთაურს მიწისძვრის შედეგები და სამძებრო-სამაშველო სამუშაოების მიმდინარეობა ეცნობა. დამანგრეველი მიწისძვრა თურქეთში იგრძნობოდა აგრეთვე მეზობელ ქვეყნებში, მათ შორის სირიაში, ლიბანში, TRNC, ბერძნულ კვიპროსსა და ერაყში. ბოლო მონაცემებით, სულ მცირე ასი ადამიანი დაიღუპა სირიის პროვინციებში იდლიბში, ალეპოში, ჰამაში, ლატაკიასა და რაქაში, ასობით ადამიანის ძებნა გრძელდება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)