|
2023-02-05 16:25:56, 928 ნახვა
მსოფლიო
ჩილეში მასშტაბურ ტყის ხანძარს სულ მცირე 23 ადამიანი ემსხვერპლა
ჩილეში მასშტაბური ტყის ხანძრის შედეგად, სულ მცირე 23 ადამიანი დაიღუპა და 979 დაშავდა, 1 100-ზე მეტი პირი კი, ამ დროისთვის თავშესაფარშია გადაყვანილი. აღნიშნულ ინფორმაციას Reuters-ი ჩილეს მთავრობაზე დაყრდნობით ავრცელებს. ხელისუფლებამ ქვეყნის სამხრეთში მდებარე სამ რეგიონში - არაუკანიაში, ბიობიოსა და ნუბლეში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. "ამინდმა ძალიან გაართულა (ხანძრის) ჩაქრობის პროცესი. საგანგებო მდგომარეობა უარესდება", - განუცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა, კაროლინა ტოჰამ ჟურნალისტებს. ოფიციალური პირების თქმით, ქვეყანას დახმარება ესპანეთის, შეერთებული შტატების, არგენტინის, ეკვადორის, ბრაზილიისა და ვენესუელას მთავრობებმა შესთავაზეს. ჩილეში ხანძრები რეკორდულად მაღალმა სიცხემ გამოიწვია - ჰაერის ტემპერატურა ამ დროისთვის 40 გრადუსს აღემატება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)