|
2023-02-04 12:36:12, 1743 ნახვა
კომენტარი
გიული ალასანია - ნინო ნადირაძის განცხადებები სასამართლო სისტემის და ოჯახის წევრების დაცინვა იყო
დაიწყო დაცინვა და არა მარტო პაციენტის, ოჯახის წევრების, საერთოდ მთლიანად სასამართლო სისტემის, ჩვენი საზოგადოების, ეს არ არის სწორი, - ასე გამოეხმაურა მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია კლინიკა "ვივამედის" დირექტორის, ნინო ნადირაძის განცხადებებს. მისივე თქმით, ოჯახის წევრებს მიხეილ სააკაშვილთან მიაქვთ ის საკვები, რომლის მიღებაც შეუძლია, მაგრამ მასაც ვერ იღებს. მან დასძინა, რომ საკვების ვერ მიღების ბერკეტი არის ის, რომ მიხეილ სააკაშვილი მოწამლულია და საწამლავია მის ორგანიზმში, ამის აღიარება კი მათ არ უნდათ. "დაიწყო დაცინვა და არა მარტო პაციენტის, ოჯახის წევრების, საერთოდ მთლიანად სასამართლო სისტემის, ჩვენი საზოგადოების, ეს არ არის სწორი ასეთი ფორმით...არ ვიცი, მე ძალიან გაკვირვებული დავრჩი. რას ნიშნავს თვითდაზიანება ყველაფერს ხომ აქვს საზღვარი, ადამიანმა მოკლე დროში დაიკლო 38 კილო და ფეხზე ვეღარ დგება. სურვილით კი არა, უნებურად [ვერ ჭამს], ძალიან დიდი სურვილი აქვს რომ ჭამოს სხვათა შორის, თქვენ წარმოიდგინეთ აქვს სურვილი. [საკვები] გვენანება ძალიან, მე მინდა რომ მოკვდეს ჩემი შვილის სწრაფად, როგორ მიხვდნენ?! რისი მიღებაც შეუძლია, ის მიმაქვს, რაც მიმაქვს იმასაც ვერ იღებს თქვენ წარმოიდგინეთ. კატეგორიულად არ უნდათ აღიარონ, რომ ადამიანი მოწამლულია და საწამლავია მის ორგანიზმში, ესაა სწორედ დაბრკოლება, რის გამოც საკვებს ვერ იღებს", - განაცხადა გიული ალასანიამ. შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების საქმეზე სასამართლო სხდომაზე, 3 თებერვალს კლინიკა "ვივა მედის" დირექტორი, ნინო ნადირაძე დაიკითხა.
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)