20:17 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-03 16:43:49, 1079 ნახვა

მსოფლიო
აზერბაიჯანმა ირანის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით 39 ადამიანი დააკავა

აზერბაიჯანის უსაფრთხოების სამსახურმა 39 ადამიანი ირანის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით დააკავა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მათი ცნობით, სამართალდამცველებმა 39 ადამიანი საბოტაჟის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. 

მანამდე კი შვიდი ჟურნალისტი ირანის სასარგებლო პროპაგანდისთვის დაიჭირეს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ელშად ჰაჯიევმა Meydan TV-სთან თავდაპირველად დაკავებული 39 ადამიანი აზერბაიჯანულ სოციალურ სივრცეში აქტიურად ეწეოდა პრო-ირანულ პროპაგანდას, ინფორმაციას აწვდიდა ირანულ სპეცსამსახურებს და "რელიგიური ფარის ქვეშ" ახორციელებდა საბოტაჟს. 

მისივე თქმით, დაკავებულები ცდილობდნენ, რომ "აზერბაიჯანში დამკვიდრებული ტოლერანტულობის ტრადიციისთვის ძირი გაეთხარათ".

აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში ირანთან დაკავშირებული პირების მასიური დაკავება ირანში აზერბაიჯანის საელჩოზე მომხდარ თავდასხმას მოჰყვა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics