21:08 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-03 09:38:22, 1567 ნახვა

ომი უკრაინაში
ბორელი - ევროკავშირი წლის ბოლომდე 30 000 უკრაინელ ჯარისკაცს გადაამზადებს

მიმდინარე წლის ბოლომდე 30 000 უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე უკრაინაში სამხედრო დახმარების მისიის (EUMAM) ფარგლებში გადამზადდება,- ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.

მისი თქმით, ცოტა ხნის წინ უკრაინის დახმარების მე-7 ტრანში დამტკიცდა, რომელიც დამატებით 500 მილიონ ევროს ითვალისწინებს.

„თუ გავაერთიანებთ იმას, რასაც წევრი ქვეყნები ორმხრივად აკეთებენ ამ სამთავრობათაშორისო ფონდთან ერთად, ვფიქრობ, სამხედრო მხარდაჭერის დახმარებამ 12 მლრდ ევროს მიაღწია. ეს არ არის იმდენი, რამდენიც აშშ-მა გამოყო, მაგრამ მაინც 40% არის ამერიკული სამხედრო მხარდაჭერიდან.

წარმატება იმდენად დიდია, რომ ახლა მიზანია დამატებითი 15 000 სამხედროს გადამზადება წლის ბოლომდე. სულ უკრაინის შეიარაღებული ძალების 30 000 პერსონალი",- განაცხადა ბორელმა.

ბორელის თქმითვე, წვრთნები უკვე დაიწყო და მათი უმეტესობა გერმანიში, პოლონეთში და სხვა წევრ ქვეყნებში ტარდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics