|
2023-02-02 22:50:03, 1628 ნახვა
ომი უკრაინაში
დენის შმიგალი - უკრაინის ომის შემდგომი აღდგენის ღირებულებამ 600 მილიარდ ევროს გადააჭარბა
უკრაინის ომის შემდგომი აღდგენის ღირებულებამ 600 მილიარდ ევროს გადააჭარბა, - ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა განაცხადა. მისივე თქმით, ომის დროს სრული აღდგენა შეუძლებელია, მაგრამ შესაძლოა სწრაფი აღდგენა, რომელიც უკრაინამ ახლავე უნდა დაიწყოს. მან დასძინა, რომ სწრაფი აღდგენის ეტაპი, სავარაუდოდ, 17 მილიარდი ევრო დაჯდება, აქედან 3.5 მილიარდის შეგროვება უკრაინამ უკვე შეძლო, დანარჩენზე კი მოლაპარაკებები მიმდინარეობს. „ომის დროს სრული აღდგენა შეუძლებელია, მაგრამ საჭიროა სწრაფი აღდგენა. ჩვენ არ შეგვიძლია არ აღვადგინოთ ენერგომომარაგება, წყალმომარაგება და საავადმყოფოები. სწრაფი აღდგენის ეტაპი, სავარაუდოდ, 17 მილიარდი ევროს დაჯდება. 3.5 მილიარდი უკვე შეგროვდა, დანარჩენზე მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ“, - განაცხადა შმიგალმა.
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)