|
2023-02-01 15:20:33, 1489 ნახვა
მსოფლიო
მედია - შესაძლოა, ჯო ბაიდენი ვოლოდიმირ ზელენსკის პოლონეთში შეხვდეს
აშშ-სა და უკრაინის პრეზიდენტები ერთმანეთს, შესაძლოა, თვის ბოლოს პოლონეთში შეხვდნენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას პოლონური მედია Dziennik Gazeta Prawna-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ვიზიტისას, გამორიცხული არ არის, რომ პოლონეთს ვოლოდიმირ ზელენსკიც ეწვიოს. მათივე ცნობით, შეხვედრა შესაძლოა თებერვლის ბოლოს, უკრაინაში რუსეთის შემოჭრის წლისთავთან დაკავშირებით შედგეს. შეხვედრის სავარაუდო ადგილად კი ქალაქები - ჟეშუვი და ვარშავა სახელდება. "უკრაინის პრეზიდენტი წარადგენს სამშვიდობო გეგმას და უკრაინის საკითხზე საერთაშორისო კონფერენციის ჩატარებისკენ მოუწოდებს",- იუწყება გამოცემა უკრაინაში დიპლომატიური წყაროებზე დაყრდნობით. ამასთან, პოლონური გამოცემა აღნიშნავს, რომ სამშვიდობო გეგმა10 პუნქტისგან შედგება, რომელიც მოიცავს ომის დამნაშავეთა საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნას, ასევე უკრაინის უსაფრთხოების ახალ გარანტიებს ევროატლანტიკური ინსტიტუტების ფარგლებში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)