20:36 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-01 09:04:30, 1190 ნახვა

მსოფლიო
ლანდსბერგისი - ევროპის ნებისმიერ დედაქალაქში რუსეთის ელჩების დატოვებას აზრი აღარ აქვს

რუსეთის ელჩების ევროპის ნებისმიერ დედაქალაქში დატოვებას აზრი აღარ აქვს, - ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა განაცხადა.

როგორც ლანდსბერგისმა რიგაში, ბალტიისპირელ და პოლონელ კოლეგებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ევროკავშირის ყველა ქვეყანამ რუსი ელჩები უნდა გააძევოს. 

„რუსეთის ელჩების ევროპის ნებისმიერ დედაქალაქში დატოვებას აზრი აღარ აქვს. უმრავლეს შემთხვევაში ეს უკვე არა დიპლომატიური, არამედ პროპაგანდის ინსტიტუტია, რომელიც ხელს აფარებს სამხედრო დანაშაულებებს და ზოგადად, გენოციდის პროპაგანდას ეწევა “, - განაცხადა ლანდსბერგისმა.

აღსანიშნავია, რომ ლიეტუვამ რუსეთის ელჩი ქვეყნიდან გასული წლის აპრილში გააძევა. რუსეთის ელჩების გაძევების შესახებ გადაწყვეტილების შესახებ გამოაცხადეს ესტონეთმა და ლატვიამაც.  ტალინის აღნიშნული ნაბიჯი იყო პასუხი მოსკოვის მიერ ელჩის გაძევებაზე, ლატვიამ კი სოლიდარობა ბალტიისპირელ მეზობელს გამოუცხადა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics