20:36 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-31 16:04:24, 1939 ნახვა

მსოფლიო
მედვედევი - მტრულ ქვეყნებს არ აქვთ გამბედაობა აღიარონ, რომ მათი „ჯოჯოხეთური“ სანქციები არ მუშაობს

დასავლეთის ქვეყნები არ არიან საკმარისად გაბედულები, რომ აღიარონ ანტირუსული სანქციების რეჟიმის წარუმატებლობა,- ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა. 

მედვედევმა ასევე აღნიშნა, რომ „მტრულ სახელმწიფოებს“ არ აქვთ გამბედაობა აღიარონ, რომ მათი „ჯოჯოხეთური“ სანქციები საშინლად ჩაიშალა და არ მუშაობს. 

"მტრულ ქვეყნებს არ აქვთ გამბედაობა აღიარონ, რომ მათი „ჯოჯოხეთური“ სანქციები საშინლად ჩაიშალა. არ მუშაობს. სამრეწველო პროდუქციისა და სამომხმარებლო საქონლის აბსოლუტური უმრავლესობა შეიცვალა ჩვენით, რუსულით, ხოლო დაკარგული - აზიური ბრენდებით. პარალელური იმპორტიც მუშაობს, საიდანაც იგივე დასავლურ ბრენდებს ვიღებთ, მათი მფლობელები კი არაფერს. ასე რომ, ყველაფერი ისეა, როგორც ყოველთვის: ამერიკელები ფულს დამცირებულ ევროპაში შოულობენ. დამსხვრეული ევროპა იტანჯება და კარგავს ფულს",- წერს მედვედევი. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics