|
2023-01-30 19:21:24, 1571 ნახვა
ომი უკრაინაში
დენის შმიგალი - ძალიან ამბიციური გეგმა გვაქვს, რომ ევროკავშირს ორ წელიწადაში გავწევრიანდეთ
უკრაინის პრემიერ-მინისტრს დენის შმიგალს აქვს მჭიდრო ორწლიანი გრაფიკი ევროკავშირის წევრობისთვის უზრუნველსაყოფად. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული პოლიტიკური ჟურნალისტური მედია ორგანიზაცია, Politico ავრცელებს. შმიგალის თქმით, უკრაინის ევროკავშირში გასაერთიანებლად ძალიან ამბიციური გეგმა აქვს და იმედს იტოვებს, რომ წელს უკვე უკრაინა შეძლებს გაწევრიანებისწინა მოლაპარაკებების გამართვას. მან დასძინა, რომ უკრაინას კორუფციის მიმართ ნულოვანი ტოლერანტობის მიდგომა აქვს და დარწმუნებულია, რომ უკრაინაში კორუფციის საკითხი აღმოიფხვრება. „ძალიან ამბიციური გეგმა გვაქვს, რომ ევროკავშირს ორ წელიწადაში გავწევრიანდეთ. ამიტომ ჩვენ ველოდებით, რომ წელს უკვე შევძლებთ ევროკავშირში გაწევრიანებისწინა მოლაპარაკებების გამართვას ჩვენ კორუფციის მიმართ ნულოვანი ტოლერანტობის მიდგომა გვაქვს. სამწუხაროდ, კორუფცია გუშინ არ დაბადებულა, მაგრამ დარწმუნებულები ვართ, რომ კორუფციას აღმოვფხვრით“, - განაცხადა დენის შმიგალმა.
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)