|
2023-01-30 09:11:21, 1045 ნახვა
მსოფლიო
ჯონსონის განცხადებით, უკრაინაში შეჭრამდე პუტინი მას სარაკეტო თავდასხმით დაემუქრა
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სატელეფონო საუბრისას ბრიტანეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონს სარაკეტო დარტყმით დაემუქრა. ამის შესახებ ჯონსონმა BBC-ის დოკუმენტურ ფილმში ისაუბრა. გამოცემა იუწყება, რომ სატელეფონო საუბარი 2022 წლის თებერვალში შედგა და პუტინის კომენტარი მას შემდეგ გაკეთდა, რაც ჯონსონმა გააფრთხილა, რომ უკრაინის ომს კატასტროფული შედეგები მოჰყვებოდა. „ერთ მომენტში ის (პუტინი - რედ.) თითქოს დამემუქრა და მითხრა: „ბორის, არ მინდა ზიანი მოგაყენო, მაგრამ რაკეტით ამას მხოლოდ ერთი წუთი დასჭირდება",- ამბობს ბრიტანეთის ყოფილი პრემიერი. საუბრისას ჯონსონმა პუტინი გააფრთხილა, რომ უკრაინაში შეჭრა გამოიწვევდა დასავლეთის მიერ სანქციების დაწესებას და ნატო-ს მეტი ჯარების რაოდენობის გაზრდას რუსეთის საზღვრებზე. BBC-ის დოკუმენტურ ფილმი სახელწოდებით „პუტინი დასავლეთის წინააღმდეგ“, სადაც აღნიშნული სატელეფონო საუბრის დეტალებია გადმოცემული, ეთერში დღეს გავა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)