|
2023-01-27 17:05:16, 1811 ნახვა
მსოფლიო
ზახაროვა - ნატო სრულად არის ჩართული რუსეთთან დაპირისპირებაში
ნატო სრულად არის ჩართული რუსეთთან დაპირისპირებაში,- ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა. ზახაროვას თქმით, აღნიშნული დაპირისპირება მზარდია. „ნატო-ს წევრი ქვეყნების მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, რომ მათი ბლოკი სრულად ჩართულია ჩვენს ქვეყანასთან დაპირისპირებაში და ეს დაპირისპირება მზარდია“,- განაცხადა ზახაროვამ. ზახაროვამ ასევე მიმართა ნატო-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს: „თქვენ ევროკავშირისა და ნატო-ს მოქალაქეები ნამდვილად სულელები გგონიათ? თქვენ ნამდვილად მიგაჩნიათ, რომ ტანკების გაგზავნით, რომელსაც ადამიანები უნდა მოემსახურონ, როგორც უკრაინის, ისე სხვა ქვეყნის მოქალაქეების რეკრუტირების პუნქტების ჩამოყალიბებით, მათ შორის საზღვარგარეთ უკრაინული საელჩოების ბაზებზე, თქვენ არ წარმოადგენთ კონფლიქტის მხარეს?". მისივე თქმით, უკრაინისთვის გადაცემული დასავლური ჯავშანტექნიკა განკუთვნილია შეტევითი საბრძოლო მოქმედებებისთვის, რომლის გამოყენებასაც უკრაინა აპირებს დაკარგული ტერიტორიების, მათ შორის ყირიმის, გასათავისუფლებლად.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)