|
2023-01-26 21:22:47, 1703 ნახვა
კომენტარი
გიული ალასანია - ჩვენ მუდმივ ტყუილებში ვცხოვრობთ, აქ თავიდან ბოლომდე ყველა ტყუის
პრობლემა ის არის, რომ ჩვენ მუდმივ ტყუილებში ვცხოვრობთ, ამ ყველა გონების დაკარგვას ყავდა მოწმე, ახლა კი საერთოდ უარყოფენ, მსგავსი არაფერი არ მომხდარაო, აქ თავიდან ბოლომდე ყველა ტყუის, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ. მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილს დაეწყო ძალიან სწრაფი კახექსიის პროცესი, მაგრამ არ უნდათ, რომ აღიარონ სიტუაციის სიმძიმე და რომ გადასაყვანია. მან დასძინა, რომ ეს ტყუილები იმიტომ ხდება, რომ არ უნდათ აღიარება, რომ პაციენტი სააკაშვილი არის მოწამლული. "პრობლემა ის არის, რომ ჩვენ მუდმივ ტყუილებში ვცხოვრობთ, ამ ყველა გონების დაკარგვას ყავდა მოწმე, ახლა კი საერთოდ უარყოფენ, მსგავსი არაფერი არ მომხდარაო და როგორ არ მომხდარა, როცა ამას ჰყავდა მოწმე. სანიტარი ექთან და რა თქმა უნდა საბადრაგო სამსახური. ადამიანს, რომელსაც ჰქონდა 120 კილო წონა ახლა დღეს აქვს 68 და რაღაცა, ესეიგი დაიწყო კახექსიის ძალიან სწრაფი პროცესი, არ უნდათ, რომ აღიარონ, რომ ეს არის ძალიან მძიმე და გადასაყვანია, ეს არის პრობლემა, რომ [სააკაშვილის] გადაყვანა არ უნდათ. ეს ტყუილები იმიტომ ხდება, რომ არ უნდათ აღიარება, რომ პაციენტი არის მოწამლული, აქ ყველა ტყუის თავიდან ბოლომდე", - განაცხადა ალასანიამ.
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)