|
2023-01-25 21:24:46, 1719 ნახვა
კომენტარი
პოდოლიაკი - დაბადების დღეს გილოცავ ვოლოდიმირ ზელენსკი, თავისუფალი ხალხის ლიდერო! სინათლე დაამარცხებს სიბნელეს
დაბადების დღეს გილოცავ ვოლოდიმირ ზელენსკი, თავისუფალი ხალხის ლიდერო! სინათლე დაამარცხებს სიბნელეს, - ასე მიულოცა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის დაბადებისდღე. მისივე თქმით, მსოფლიო ელოდა, რომ ენახა დაეცემოდა თუ არა უკრაინა და ზელენსკიმ უკრაინა მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოაქცია, უკრაინის ტერიტორიების დატოვების ნაცვლად კი ზელენსკიმ რუსეთის ფედერაციას აქეთ შესთავაზა უკრაინის მიწების დატოვება. "მას შესთავაზეს ევაკუაცია და მან იარაღი ითხოვა. მსოფლიო ელოდა, რომ ენახა დაეცემოდა თუ არა უკრაინა და მან უკრაინა მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოაქცია. მათ თქვეს, "გაცვალე ტერიტორიები მშვიდობისთვის" და მან შესთავაზა რუსეთის ფედერაციას დაეტოვებინა ჩვენი მიწა. დაბადების დღეს გილოცავ ვოლოდიმირ ზელენსკი, თავისუფალი ხალხის ლიდერო! სინათლე დაამარცხებს სიბნელეს", - წერს პოდოლიაკი.
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)