|
2023-01-24 23:25:39, 4288 ნახვა
კომენტარი
ბილ ბროუდერი - მიხეილი კვდება და ახლა დრო არის მთავარი - „მაგნიტსკის აქტის“ ავტორი სააკაშვილის ბიძას და ადვოკატს შეხვდა
"მიხეილი კვდება და ახლა დრო არის მთავარი", - ამის შესახებ "მაგნიტსკის აქტის" ავტორმა ბილ ბროუდერმა მიხეილ სააკაშვილის ბიძასთან თემურ ალასანიასთან და სააკაშვილი ადვოკატთან, მასიმო დი ანჯელოსთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, შეხვედრაზე მაგნიტსკის სიის დასრულება განიხილეს. "ახლახან დავასრულე შეხვედრა თემურ ალასანიასთან (მიხეილ სააკაშვილის ბიძა) და მასიმო დი ანჯელოსთან (სააკაშვილის ადვოკატი), რათა განგვეხილა მაგნიტსკის სიის დასრულება მიხეილის ციხეში მწამებლებისთვის. მიხეილი კვდება და ახლა დრო არის მთავარი" - წერს ბროუდერი. შეგახსენებთ, რომ 8 იანვარს საქართველოს მესამე პრეზიდენტმა „მაგნიტსკის სიის“ ავტორს, ბილ ბროუდერს წერილით მიმართა და სთხოვა, რომ "ქართულ ჯგუფებს" მაგნიტსკის ახალი სიის შედგენაში დაეხმაროს. ექსპრეზიდენტმა წერილში აღნიშნა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა თანდათან უარესდება, "ადგილობრივი ოლიგარქიული ნაძირლები" კი, ამას "უბრალოდ დასცინიან".
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)