20:24 - 28 May, 2026
|
2023-01-24 12:05:53, 1536 ნახვა
მსოფლიო
უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილემ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა
უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილემ, ალექსეი სიმონენკომ, რომელიც 2022 წლის ბოლოს ესპანეთში, შვებულებაში იმყოფებოდა, თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა. აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინული მედია ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. მედიის ცნობით, მას შემდეგ რაც სიმონენკოს შვებულების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, მას გადადგომის შესახებ განცხადების დაწერა მოსთხოვეს. როგორც გამოცემა წერს, სიმონენკო, ოჯახთან ერთად, ესპანეთის ქალაქ მარბელიაში ახალი წლის აღსანიშნად 10 დღით იმყოფებოდა. ცნობისთვის, თანამდებობა დატოვა ასევე უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილემ, კირილ ტიმოშენკომ. პოსტიდან გათავისუფლების შესახებ ტიმოშენკოს განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკვე დააკმაყოფილა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)