|
2023-01-23 12:34:42, 1879 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისი“ კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან - ტურისტული შემოდინებები მიგრაციის ეფექტის ჩავლით ისტორიულ მაქსიმუმზეა
დეკემბრის საგარეო ვაჭრობის, ტურისტული შემოდინებებისა და გზავნილების ბალანსი კვლავ გაუმჯობესდა, უფრო მეტიც, ამჯერად სეზონური ფაქტორების გამორიცხვითაც კი. აღსანიშნავია, რომ ექსპორტის ძლიერ ზრდასთან ერთად, რაც პრაქტიკულად მთლიანად რე-ექსპორტის მატებით იყო გამოწვეული, ტურისტულმა შემოდინებებმა მიგრაციის ეფექტის ჩათვლით, 2019 წლის დეკემბრის 167% შეადგინა, რაც ისტორიულად ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. გზავნილების მხრივ, შესაბამისი შესწორებების შემდეგ, დინამიკა წინა თვეების მსგავსი იყო. აღნიშნული კიდევ ერთხელ მიუთითებს 2023 წელს ძლიერი ეკონომიკური აქტივობის მაღალ ალბათობაზე. ამ ფონზე, კითხვაა თუ რამდენად შესრულდება ინფლაციის, განსაკუთრებით ადგილობრივი ფასების კუთხით, და ლარში საპროცენტო განაკვეთების შემცირების პროგნოზი? თუმცა, ასევე უნდა აღინიშნოს, რომ წინა კვირას გამოქვეყნებული სხვადასხვა ინდექსი, სულ მცირე ჯამური ინფლაციის მნიშვნელოვანი მოდერაციის მოლოდინებზე მიუთითებს. უფრო მეტიც, საყურადღებოა, რომ საკრედიტო აქტივობა დამატებით შესუსტდა და ინფლაციით შესწორების შემდეგ, ანუ რეალურ გამოხატულებაში, დეკემბერში მხოლოდ 2% შეადგინა. გაეცანით პუბლიკაციას ბმულზე..
სუს-ის თანამშრომელი საკუთარ ავტომანქანაში, თავისივე ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით გარდაცვლილი იპოვეს
მერია არ გასცემს ნებართვას 26 მაისის აქციისთვის სცენის მოსაწყობად
კალიფორნიაში ქიმიური ნივთიერების დაღვრის გამო 40 000-ზე მეტი ადამიანი იქნა ევაკუირებული
23-25 მაისს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)