|
2023-01-22 14:52:21, 1527 ნახვა
მსოფლიო
ჯორჯიის შტატში პოლიციის მიერ გარემოსდაცვითი აქტივისტის მკვლელობის გამო, არეულობა დაიწყო
ჯორჯიის შტატში ქალაქ ატლანტაში, პოლიციის მიერ მოკლული ეკოაქტივისტის გამო არეულობა დაიწყო. Associated Press-ის ცნობით, 21 იანვარს საღამოს რამდენიმე ასეულმა მომიტინგემ ქალაქის ერთ-ერთ ქუჩაზე მსვლელობა მოაწყო. ზოგიერთი მათგანი, სახეს ნიღბებით მალავდა, პოლიციის შენობის წინ შეიკრიბა და ფანჯრებს ქვები ესროლა. სააგენტოს ინფორმაციით, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა პოლიციის მანქანებიც დაწვეს. ჯორჯიის რესპუბლიკელმა გუბერნატორმა ბრაიან კემპმა პირობა დადო, რომ დაისჯება დარბევაში მონაწილე ყველა პირი. „ძალადობა და ქონების უკანონო განადგურება არ არის პროტესტის ფორმა. ეს არის დანაშაული“, - დაწერა მან თავის Twitter-ზე. ეკოაქტივისტები უკვე ერთი წელია აპროტესტებენ ცენტრის მშენებლობას, რომელსაც „პოლიციურ ქალაქს“ უწოდებენ. აქტივისტების თქმით, მშენებლობისას იმდენ ტყეს მოიჭრიან, რომ ფაქტორი გარემოს დააზარალებს. ჯორჯიის გამოძიების ბიურო (GBI) იტყობინება, რომ საპროტესტო ბანაკში დარბევისას, რომელიც განხორციელდა 18 იანვარს, ამოღებულია საჰაერო შაშხანები, ცეცხლსასროლი იარაღი, ნაჭრები და გაზის ნიღბები. შიდა ტერორიზმისა და ქურდობის ბრალდებით შვიდი ადამიანი დააკავეს. ხელისუფლება ამტკიცებს, რომ არცერთი მათგანი არ არის შტატის მკვიდრი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)