|
2023-01-19 11:24:56, 1378 ნახვა
მსოფლიო
„თანამდებობაზე სამართლიანად ყოფნის საკმარისი ძალა აღარ მაქვს“ - ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრი თანამდებობას ტოვებს
ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრმა, ჯასინდა არდერნმა განაცხადა, რომ თანამდებობას ტოვებს,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას The Guardian ავრცელებს. მისი თქმით, მას აღარ აქვს ძალა, ამ თანამდებობაზე იმუშაოს და იყოს კარგი ლიდერი. "მე მივდივარ, რადგან ასეთ პრივილეგირებულ როლს თან ახლავს პასუხისმგებლობა. პასუხისმგებლობა იმის გაგებაა, თუ როდის ხართ სწორი ადამიანი ლიდერობისთვის და ასევე როდის არა. მე ვიცი, რა სჭირდება ამ საქმეს და მე ვიცი, რომ აღარ მაქვს საკმარისი ძალა თანამდებობაზე სამართლიანად ყოფნის”,- განაცხადა არდერნმა. არდერნის თქმით, ის არ გეგმავს მომდევნო ვადით პოსტზე დარჩენას და 14 ოქტომბერს დაგეგმილ არჩევნებში მონაწილეობას. ჯასინდა არდერნი, „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის პოზიციასაც 7 თებერვლამდე დატოვებს, ხოლო უახლოეს დღეებში ჩატარდება კენჭისყრა მისი შემცვლელის დასადგენად. ცნობისთის, არდერნი გახდა მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა ქალი მთავრობის მეთაური. ის ხელმძღვანელობდა ახალ ზელანდიას Covid-19 პანდემიისა და დიდი კატასტროფების ჩათვლით.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)