|
2015-02-07 10:46:33, 912 ნახვა
საზოგადოება
გარდაცვლილი პოლიციელის დაკრძალვის ხარჯებს შინაგან საქმეთა სამინისტრო გაიღებს
შინაგან საქმეთა სამინისტრო შსს-ს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ბორჯომის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ გიორგი ბერუაშვილის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და გარდაცვლილის ოჯახს თანაუგრძნობს. ამის შესახებ შსს-ს განცხადებაშია აღნიშნული. როგორც უწყებაში განმარტავენ, გარდაცვლილი პოლიციელის დაკრძალვის ხარჯებს შინაგან საქმეთა სამინისტრო გაიღებს. „გიორგი ბერუაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანა ბოლო მომენტამდე ვერ მოხერხდა მისი მდგომარეობის სიმძიმის გამო. თუმცა ექიმებმა პოლიციელის გადასარჩენად ყველაფერი გააკეთეს. გიორგი ბერუაშვილი მიღებული ჭრილობების შედეგად 6 თებერვალს გარდაიცვალა. გარდაცვლილი პოლიციელის დაკრძალვის ხარჯებს შინაგან საქმეთა სამინისტრო გაიღებს. გიორგი ბერუაშვილი 23 იანვარს, ლიკანში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, პატრულირებისას, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევმა, ბორჯომში მცხოვრებმა, 1977 წელს დაბადებულმა შალვა აბულაძემ ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით დაჭრა. ლიკანში მომხდარი ინციდენტის დროს დაჭრილი მეორე პოლიციელის გიორგი მახარაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ამჟამად ის აკადემიკოს ნ. ყიფშიძის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში გადის მკურნალობას. შალვა აბულაძის დასაკავებლად ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები ინტენსიურად მიმდინარეობს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
უკრაინულმა დრონებმა სამარის რეგიონში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, ორი ადამიანი დაიღუპა
კობახიძემ აღიარა რომ მისი გუნდის წარმომადგენლები სიძულვილის ენას იყენებენ
კობახიძე დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებზე - სადაც შემოდის ჭარბად პოლიტიკური ელემენტი, რთულდება რაციონალური გადაწყვეტილებების მიღება
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)