|
2023-01-17 13:21:35, 1378 ნახვა
მსოფლიო
არესტოვიჩმა გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა გადადგომის თაობაზე განცხადება დაწერა. ამის შესახებ არესტოვიჩი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, სურს, თანამდებობის დატოვებით საზოგადოებას ცივილიზებული ქცევის მაგალითი აჩვენოს. "მე დავწერე განცხადება სამსახურიდან წასვლის შესახებ. მინდა გაჩვენოთ ცივილიზებული ქცევის მაგალითი - ფუნდამენტური შეცდომა და შესაბამისად, გადადგომა", - წერს არესტოვიჩი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე. ცნობისთვის, ალექსეი არესტოვიჩმა რუსეთის მიერ დნეპრის დაბომბვის შემდეგ განაცხადა, რომ რაკეტა, რომელიც ქალაქის ერთ-ერთ მაღალსართულიან საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა, უკრაინის თავდაცვამ ჩამოაგდო. აღნიშნული განცხადების გამო, პრეზიდენტის ოფისის მრჩეველის თანამდებობიდან გათავისუფლების მიზნით, რადას დეპუტატმა, ოლექსი გონჩარენკომ ხელმოწერების შეგროვება დაიწყო. გადადგომამდე, არესტოვიჩმა უკრაინის თავდაცვის სისტემის მიერ რუსული რაკეტის ჩამოგდების შესახებ საკუთარ განცხადებას "სერიოზული შეცდომა" უწოდა და დნეპრის მოსახლეობას ბოდიშიც მოუხადა. დნეპრში საცხოვრებელი კორპუსი რუსებმა 14 იანვარს დაბომბეს. ბოლო მონაცემებით, სარაკეტო იერიშის შედეგად 40 ადამიანი, მათ შორის 3 ბავშვი დაიღუპა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|



ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)