|
2023-01-17 12:11:16, 1348 ნახვა
სამართალი
სააკაშვილის სასჯელის გადავადებაზე ან გათავისუფლებაზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი მიმდინარეობს
თბილისის საქალაქო სასამართლო საქართველოს მესამე პრეზიდენტის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების შუამდგომლობას განიხილავს. სასამართლო პროცესზე ფიზიკურად დასწრების სურვილი გამოთქვა თავად მიხეილ სააკაშვილმა, თუმცა როგორც მოსამართლე გიორგი არევაძემ განაცხადა, პენიტენციურმა სამსახურმა და კლინიკა "ვივამედმა" ექსპრეზიდენტს სხდომაზე დასასწრებად ტრანსპორტირების რეკომენდაცია არ მისცეს. სასამართლო პროცესზე დღეს ნობელის პრემიის ლაურეატი ექიმი ჯეიმს კობი დაიკითხება. გარდა ამისა, როგორც მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველმა, შალვა ხაჭაპურიძემ ჟურნალისტებს პროცესის დაწყებამდე განუცხადა, დაცვის მხარე, მოწმეთა დაკითხვის რეგლამენტის განსაზღვრის მიზნით, შუამდგომლობის დაყენებას აპირებს. "დავაყენებთ შუამდგომლობას - ეს არის საქმის წარმოების ინგლისური მოდელი, როდესაც მხარეები თანხმდებიან და მოსამართლე ამას აკმაყოფილებს, რომ შევიზღუდოთ გარკვეულად დროში. ამასთან დაკავშირებით პროცესზე ვიმსჯელებთ. მე ვფიქრობ, რომ თითო მოწმის დასაკითხად უნდა გამოიყოს ერთი საათი. ეს დააჩქარებს პროცესებს და რამდენიმე დღეში სხდომები დამთავრდება... დღეს დაიკითხება კობი და თუ დრო დაგვრჩება, ვგეგმავთ კიდევ ორი მოწმის დაკითხვას", - განაცხადა ხაჭაპურიძემ. შეგახსენებთ, რომ ექსპრეზიდენტის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების მოთხოვნით, მისმა ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ სასამართლოს შუამდგომლობით 1-ელ დეკემბერს მიმართა. მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველის შუამდგომლობას უძღოდა წამების მსხვერპლთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრ "ემპათიას" დასკვნა, რომლის მიხედვითაც მიხეილ სააკაშვილს 20-ზე მეტი დიაგნოზი თუ სიმპტომო-კომპლექსი აღენიშნება, აქედან წამყვანია, დაახლოებით, 10 დიაგნოზი, რაც შეუთავსებელს ხდის პატიმრობას.
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)