|
2023-01-17 11:46:00, 1080 ნახვა
მსოფლიო
UNESCO - მსოფლიოში, გასულ წელს, 86 ჟურნალისტი მოკლეს
მსოფლიოში, გასულ წელს, 86 ჟურნალისტი მოკლეს,- აღნიშნულის შესახებ UNESCO-ს ანგარიშშია აღნიშნული. ანგარიშის მიხედვით, 2022 წელს ჟურნალისტების მკვლელობის 86 შემთხვევიდან, 19 მექსიკაში, 10 - უკრაინაში, ხოლო კი 9 - ჰაიტიზე დაფიქსირდა. ამასთან, ორგანიზაციის გენერალური დირექტორის, ოდრი აზულეის განცხადებით, 2022 წლის განმავლობაში მოკლული ჟურნალისტების რაოდენობა საგანგაშო იყო. „ხელისუფლებებმა უნდა გააორმაგონ ძალისხმევა, რათა ბოლო მოეღოს ამგვარ ამ დანაშაულებს და უზრუნველყონ დამნაშავეების გასამართლება, რადგან გულგრილობა ძალადობის ამ კლიმატის მთავარი ფაქტორია”,- განაცხადა აზულემ. ცნობისთვის, UNESCO-ს წინა ანგარიშების მიხედვით, 2019 წლიდან 2021 წლამდე წელიწადში საშუალოდ 58 ჟურნალისტი მოკლეს, 2021 წელს კი ჟურნალისტების 55 მკვლელობა დაფიქსირდა. აღნიშნულ სამ წელიწადი ჟურნალისტების მკვლელობის შემთხვევების მნიშვნელოვანი კლება დაფიქსირდა 2018 წელთან შედარებით, როდესაც მსოფლიოში 99 ჟურნალისტი მოკლეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)