|
2023-01-17 09:29:50, 1385 ნახვა
ომი უკრაინაში
არესტოვიჩი დნეპრის მოსახლეობას ბოდიშს უხდის
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი ალექსეი არესტოვიჩი უკრაინის თავდაცვის სისტემის მიერ რუსული რაკეტის ჩამოგდების შესახებ თავის განცხადებას "სერიოზულ შეცდომას" უწოდებს. არესტოვიჩმა საკითხის გარშემო ატეხილ სკანდალზე მარკ ფეიგინის გადაცემაში ისაუბრა და დნეპრის მოსახლეობას ბოდიში მოუხადა. „მე მინდა ბოდიში მოვიხადო დაღუპულთა და დაშავებულთა ნათესავებს და ახლობლებს, დნიპროს მცხოვრებლებს, რომლებიც პირადად განიცდიან ამ ტრაგედიას და რომლებმაც ერთი აფეთქება გაიგონეს და იციან, რომ რაკეტა ერთი იყო. ასევე, ყველა უკრაინელს და არაუკრაინელს, ვისაც ჩემი სიტყვები შეეხო“, - აცხადებს არესტოვიჩი. შეგახსენებთ, 14 იანვარს რუსეთმა ქალაქ დნეპრში საცხოვრებელი კორპუსი დაბომბა. ბოლო მონაცემებით, სარაკეტო იერიშის შედეგად 40 ადამიანი, მათ შორის 3 ბავშვი დაიღუპა. დნეპრის დაბომბვის შემდეგ ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა, რომ რაკეტა, რომელიც ქალაქის ერთ-ერთ მაღალსართულიან საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა, უკრაინის თავდაცვამ ჩამოაგდო და დაცემისას აფეთქდა. აღნიშნული განცხადების გამო, პრეზიდენტის ოფისის მრჩეველის თანამდებობიდან გათავისუფლების მიზნით, რადას დეპუტატმა, ოლექსი გონჩარენკომ ხელმოწერების შეგროვება დაიწყო.
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)