|
2023-01-16 18:12:45, 1200 ნახვა
მსოფლიო
პოლონეთის პრემიერი - უკრაინის დამარცხებამ, შესაძლოა, მესამე მსოფლიო ომი გამოიწვიოს
რუსეთის მიერ გაჩაღებულ ომში უკრაინის დამარცხებამ, შესაძლოა, მესამე მსოფლიო ომის დაწყება გამოიწვიოს, - ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ განაცხადა. როგორც მორავეცკიმ ბერლინში ვიზიტისას აღნიშნა, სწორედ ამიტომ, დასავლეთმა უკრაინას უნდა მისცეს იარაღი, რომელიც საჭიროა რუსული აგრესიის მოსაგერიებლად. "დასავლეთ ევროპას სჯეროდა, რომ რუსული დათვის მოთვინიერება შეიძლებოდა... უკრაინის დამარცხება შეიძლება იყოს მესამე მსოფლიო ომის პრელუდია, ამიტომ არ არსებობს საფუძველი, რომ დაიბლოკოს კიევის მხარდაჭერა და გადავდოთ იგი განუსაზღვრელი ვადით", - ამბობს პოლონეთის პრემიერ-მინისტრი. მორავეცკი გერმანიის ხელისუფლებას მოუწოდებს, უკრაინას "ყველა სახის" იარაღი მიაწოდოს. „რუსეთთან ურთიერთობა ეშმაკთან შეთანხმებას ჰგავს. ქვეყნების რუსულ გაზზე დამოკიდებულება ყელზე შემოჭერილ ყულფს ჰგავს. ის, რაც დასავლეთისთვის მხოლოდ წარუმატებელი ბიზნესინტერესები იყო, უკრაინისა და პოლონეთისთვის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი გახდა", - განაცხადა მორავეცკიმ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)