09:24 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-16 15:47:08, 1240 ნახვა

სამართალი
უაქციზო თამბაქოს ნაწარმის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-გადაზიდვის გამოვლინების ფაქტები 2022 წელს 55%-ით გაიზარდა

2022 წლის განმავლობაში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული კონტროლის ღონისძიებების შედეგად, 174 781 კოლოფი (2021 წლის მაჩვენებელზე 19%-ით მეტი)  და 463 კილოგრამზე მეტი (2021 წლის 12 თვის მაჩვენებელთან შედარებით 25%-ით ნაკლები) უაქციზო თამბაქოს ნაწარმის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-გადაზიდვის 2481 ფაქტი გამოავლინეს, რაც 2021 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 55%-ით მეტია.  

შემოსავლების სამსახურის ცნობით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ უაქციზო საქონელი.

"1456 ფაქტზე, სამართალდამრღვევი პირების მიმართ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1552  მუხლის შესაბამისად, შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები და საქმის მასალები  ქვემდებარეობის მიხედვით სასამართლოს გადაეგზავნა. ეს მაჩვენებელი შარშანდელ ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 75%-ით მეტია. 

38 ფაქტზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 271-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, საქმის მასალები საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა, რაც შარშანდელ მონაცემებთან შედარებით 21%-ით ნაკლებია. 

2021 წლის 12 თვის მაჩვენებელთან შედარებით 37%-ით არის გაზრდილი არაიდენტიფიცირებულ შემთხვევათა რაოდენობა და შეადგენს 987-ს. აღნიშნულ ფაქტებზე შედგა ამოღების ოქმები", - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics