|
2023-01-16 12:27:50, 1277 ნახვა
მსოფლიო
ქაბულში ყოფილი ავღანელი დეპუტატი მოკლეს
ავღანეთის პოლიციის ინფორმაციით, ყოფილი ავღანელი დეპუტატი, დაცვასთან ერთად, დედაქალაქ ქაბულში მოკლეს. 32 წლის მურსალ ნაბიზადა ერთ-ერთი იყო რამდენიმე ქალი დეპუტატიდან, რომელიც ქაბულში დარჩა მას შემდეგ, რაც 2021 წელს თალიბანი ძალაუფლებაში დაბრუნდა. თავდასხმის შედეგად ასევე დაიჭრა ავღანელი დეპუტატის ძმა და დაცვის მეორე თანამშრომელი. ქაბულის პოლიციის სპიკერმა ხალიდ ზადრანმა განაცხადა, რომ უსაფრთხოების ძალებმა მომხდარზე გამოძიება დაიწყეს. ყოფილმა დეპუტატმა მარიამ სოლაიმანხილმა თქვა, რომ ნაბიზადა იყო "ნამდვილი მკვლევარი - ძლიერი, გულწრფელი ქალი, რომელიც მხარს უჭერდა იმას, რისიც სწამდა, თუნდაც საფრთხის წინაშე". „მიუხედავად იმისა, რომ შესთავაზეს ავღანეთის დატოვების შესაძლებლობა, მან არჩია დარჩენა და თავისი ხალხისთვის ბრძოლა“, - დაწერა მან ტვიტერზე. მურსალ ნაბიზადა, ნანგარჰარის აღმოსავლეთის პროვინციიდან, ავღანეთის პარლამენტის წევრად 2018 წელს აირჩიეს. იყო თავდაცვის კომისიის წევრი და მუშაობდა ადამიანური რესურსების განვითარებისა და კვლევის ინსტიტუტში. 2021 წელს, თალიბანის ხელისუფლებაში დაბრუნების შემდეგ, ქალები საზოგადოებრივი ცხოვრების თითქმის ყველა სფეროდან გააძევეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)