00:37 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-16 11:44:53, 1119 ნახვა

მსოფლიო
ხორვატიის პრეზიდენტი - ვაშინგტონი და ნატო რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის გავლით მარიონეტულ ომს აწარმოებენ

„ვაშინგტონი და ნატო რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის გავლით მარიონეტულ ომს აწარმოებენ, - ამის შესახებ ხორვატიის პრეზიდენტმა, ზორან მილანოვიჩმა განაცხადა.

მილანოვიჩი მოსკოვისთვის სანქციების დაწესებაში აზრს ვერ ხედავს, რადგან მისი შეფასებით, სანქციები "სისულელეა" და ამ გზით დასავლეთი "რუსეთთან ვერაფერს მიაღწევს".

"გეგმა არ შეიძლება იყოს პუტინის გადაყენება. გეგმა არ შეიძლება იყოს სანქციები, რადგან სანქციები სისულელეა და ჩვენ მათთან ვერაფერს მივაღწევთ. მათ მილოშევიჩიც კი ვერ გატეხეს სანქციებით. ისინი ომიდან ომში დადიან და მე რა უნდა გავაკეთო? ამერიკის მონა უნდა ვიყო?“ - ამბობს მილანოვიჩი.

ხორვატიის პრეზიდენტი ფიქრობს, რომ ევროკავშირი თავისი არსებობის მანძილზე პირველად ჩაერთო ომში, რაც მისი ფუნქციონირების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს ეწინააღმდეგება, რადგან გაერთიანებამ მისიები მხოლოდ ევროკავშირის ტერიტორიის გარეთ უნდა განახორციელოს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics