|
2023-01-14 17:57:01, 1475 ნახვა
მსოფლიო
რუსეთმა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და გენშტაბის ხელმძღვანელი შავ სიაში შეიყვანა
რუსეთმა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიმს კლევერლი და ბრიტანეთის გენერალური შტაბის უფროსი პატრიკ სანდერსი შავ სიაში შეიყვანა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, სამინისტრომ სიაში ასევე შეიყვანა მინისტრთა კაბინეტის რამდენიმე წევრი, სამართალდამცავი უწყებების და გაერთიანებული სამეფოს ჟურნალისტური კორპუსის წარმომადგენლები. "გადაწყდა, რომ რუსეთის „სტოპ სიაში“ დამატებით შევიდეს მინისტრთა კაბინეტის რამდენიმე წევრი, სამართალდამცავი უწყებების და გაერთიანებული სამეფოს ჟურნალისტური კორპუსის წარმომადგენლები. კერძოდ, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯ. კლევერლი, რეგიონების, საბინაო, თემებისა და ადგილობრივი ხელისუფლების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მინისტრი მაიკლ გოუვი, ლანკასტერის საჰერცოგოს კანცლერი ო. დოუდენი. მინისტრი პორტფელის გარეშე ნ. ზაჰავი, გენერალური შტაბის უფროსი პ. სანდერსი, ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების სტრატეგიული სარდლობის ხელმძღვანელობის წარმომადგენლები და კიბერუსაფრთხოების ეროვნული ცენტრი",- აღნიშნულია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)