|
2023-01-14 14:59:00, 1493 ნახვა
მსოფლიო
Associated Press - ომის წლისთავზე ზელენსკის პირადად სურს, რომ გაერო-ს გენერალურ ასამბლეას ეწვიოს
უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის სურს პირადად ეწვიოს გაერო-ს გენერალურ ასამბლეას. აღნიშნულის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ემინე ჯაპაროვამ Associated Press-თან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ზელენსკის სურდა გაერო-ს ქვეყნების წარმომადგენლებთან პირადად ესაუბრა, მაგრამ მისი ვიზიტი ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის ფრონტზე არსებულ ვითარებაზე. "ჩვენს პრეზიდენტს სურს მოსვლა, არის სურვილი, მაგრამ ჯერ კიდევ საკითხავია, იქნება თუ არა უსაფრთხოების სიტუაცია ისეთი, რომ ის შეძლებს მოსვლას", - განაცხადა ჯეპაროვამ. აღსანიშნავია, რომ უკრაინის ელჩმა გაეროში სერხი კისლიცამ განაცხადა, რომ გენერალურ ასამბლეას 23 თებერვალს დაგეგმილი აქვს ომის შესახებ დებატები, ხოლო ნეორე დღეს კი უშიშროების საბჭოს მინისტრთა სხდომა გაიმართება. ჯაპაროვამ მედიის კომენტარში დასძინა, რომ პრეზიდენტს სურს გაერო-მ მიიღოს რეზოლუცია უკრაინული მშვიდობის ფორმულის შესახებ და ასევე მხარი დაუჭიროს რუსეთის წინააღმდეგ სპეციალური ტრიბუნალის შექმნას. შეგახსენებთ, ადრე თურქეთში უკრაინის ელჩმა განაცხადა, რომ უკრაინის სამშვიდობო სამიტი 24 თებერვალს არის დაგეგმილი. დაგეგმილია, რომ ის ნიუ-იორკში გაეროს შტაბ-ბინაში გაიმართება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)