|
2023-01-14 11:24:34, 1483 ნახვა
მსოფლიო
ირანში ორმაგი მოქალაქეობის მქონე ალირეზა აკბარი სიკვდილით დასაჯეს
ბრიტანეთ-ირანის ორმაგი მოქალაქეობის მქონე ალირეზა აკბარი სიკვდილით დასაჯეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას CNN ირანის სასამართლო სისტემასთან დაკავშირებული გამოცემა Mizan-ზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ალირეზა აკბარის სასიკვდილო განაჩენი 11 იანვარს გამოუტანეს. "ბრალდებულის წინააღმდეგ საბრალდებო დასკვნის წარდგენის შემდეგ, საქმე გადაეცა სასამართლოს და სხდომა გაიმართა ბრალდებულის ადვოკატის თანდასწრებით და ამ პირის საქმეში არსებული მოქმედი დოკუმენტების საფუძველზე, მას მიესაჯა სიკვდილით დასჯა დიდი ბრიტანეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის",- აღნიშნულია განცხადებაში. ცნობისთვის, ალირეზა აკბარი 2001 წლამდე თავდაცვის მინისტრის მოადგილე იყო. მანამდე აკბარი ირანსა და ერაყს შორის 1988 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაში მონაწილეობდა და მჭიდროდ თანამშრომლობდა გაეროს დამკვირვებლებთან.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)