|
2023-01-13 13:59:48, 1219 ნახვა
მსოფლიო
„თავს ისულელებ?“ - პუტინმა ინდუსტრიისა და ვაჭრობის მინისტრი საჯაროდ გააკრიტიკა
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ინდუსტრიისა და ვაჭრობის მინისტრი დენის მანტუროვი საჯაროდ გააკრიტიკა. The Guardian-ის ინფორმაციით, პუტინის კრიტიკის მიზეზი სამხედრო და სამოქალაქო თვითმფრინავების შეკვეთების შესრულებისას სამინისტროს მხრიდან "ძალიან ნელი მოქმედება" გახდა. "ძალიან დიდი დრო სჭირდება, ძალიან დიდი დრო. არ გვესმის რა ვითარებაში ვართ?", - მიმართა პრეზიდენტმა მინისტრს. ოფიციალურ პირებთან გამართულ ონლაინ შეხვედრაზე, რომელიც სახელმწიფო ტელევიზიით გადაიცემოდა, პუტინმა მანტუროვს 2023 წელს სამხედრო და სამოქალაქო თვითმფრინავების კონტრაქტების არარსებობის გამოც უსაყვედურა. მანტუროვმა თავის მართლება სცადა, პუტინმა კი, კონტრაქტების დასასრულებლად, მას ერთთვიანი ვადა მისცა. "ვიცი, რომ საწარმოებში კონტრაქტები არ არის, მითხრეს დირექტორებმა. თავს ისულელებ? როდის გაფორმდება კონტრაქტები?” - მიმართა პუტინმა მინისტრს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)