04:00 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-13 09:53:20, 1392 ნახვა

ომი უკრაინაში
ლუბინეცი რუსეთის ომბუდსმენთან მოლაპარაკების შემდეგ - 23 უკრაინელი, რომლებიც გარდაცვლილი გვეგონა, ცოცხლები აღმოჩნდნენ

უკრაინის უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა კომისარმა დიმიტრო ლუბინეცმა რუსეთის ომბუდსმენ ტეტიანა მოსკალკოვასთან მოლაპარაკებების მესამე რაუნდი გამართა.

მისი ინფორმაციით, რუსულმა მხარემ უარყო 23 უკრაინელის გარდაცვალება, რომელსაც უკრაინა გარდაცვლილად თვლიდა.

“შედგა რუსეთის ფედერაციის ადამიანის უფლებათა კომისართან ტეტიანა მოსკალკოვასთან მოლაპარაკებების მესამე რაუნდი. განვიხილეს საკითხების ფართო სპექტრი, უპირველეს ყოვლისა, მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვასთან დაკავშირებით. იყო შემთხვევები, როდესაც ჩვენს მოქალაქეებს და გმირებს, რომლებიც დაღუპულად ითვლებოდნენ, რუსული მხარე ცოცხლად ადასტურებდა. ასეთი 23 შემთხვევა გვქონდა. ეს დიდი პოზიტივია“, - განაცხადა უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა კომისარმა. 

ლუბინეცმა აღნიშნა, რომ რუსული მხარე, ალბათ, პირველად გამოვიდა წინადადებებით. მისი თქმით, „გარღვევა“ არ არის, მაგრამ ტექნიკური სამუშაოები მაინც დაწყებულია (სიების გაცვლა, ინფორმაციის მიწოდება).

შეგახსენებთ, რომ 2 იანვარს ლუბინეცმა განაცხადა, რომ გეგმავდა შეხვედრას მოსკალკოვასთან პატიმრების, მათ შორის მშვიდობიანი მოსახლეობის გათავისუფლებასთან დაკავშირებით.

7 იანვარს ლუბინეცმა დასძინა, რომ რამდენიმე დღეში აპირებდა თურქეთში რუსეთის ომბუდსმენ ტეტიანა მოსკალკოვას შეხვედრას.

10 იანვარს ცნობილი გახდა, რომ შეხვედრა ლუბინეცსა და მოსკალკოვას შორის პატიმრების გათავისუფლებასთან დაკავშირებით ანკარაში და გაფართოებულ ფორმატში - თურქული მხარის მონაწილეობით გაიმართება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics