|
2023-01-12 15:03:22, 1720 ნახვა
კომენტარი
მეუფე სტეფანე სააკაშვილზე - რას მეუბნებით, რატომ არ ვყვირით Free რაღაცას? Free ვიცი კარტოფილი
შეცდომაში შევიდა ის საწყალი და ახლა არაჟნის იმაში რომ ჩაჯდები და შემოხვალ და მერე კიდევ მაიმუნობ იქ, სადღაც რომ ზიხარ, რა გავაკეთოთ ახლა ჩვენ გიყუროთ და რა? , - ამის შესახებ ჭყონდიდის, ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტმა სტეფანემ ქადაგებისას განაცხადა, სადაც მიხეილ სააკაშვილის თემას შეეხო. მეუფე სტეფანე ასევე გამოეხმაურა მოწოდებას, საქართველოს მესამე პრეზიდენტის გათავისუფლებასთან დაკავშირებით და დასძინა, რომ "Free მხოლოდ კარტოფილი იცის, რაც ნამდვილად გემრიელი და კარგია". "რას მეუბნებით, რომ ახლა ჩვენ უნდა, ქართველები დებილები ვართ, რატომ არ ვდგებით ახლა სულ ყველა ქუდზე კაცი და რატომ არ ვყვირით Free რაღაცა, რატომ არ ვყვირით? Free ვიცი კარტოფილი - კარგია, გემრიელია და სხვა Free რა არის, ვერ გავიგე. თუ რამე სწორად გინდა გააკეთო, გააკეთე ის რაც არის სწორი ქვეყნისათვის. ისიც რომ შეცდომაში შევიდა ის საწყალი და იქიდან ახლა არავინ ძალით არ წამოათრევდა და ახლა არაჟნის იმაში რომ ჩაჯდები და შემოხვალ და იქ რაღაცა, ნუ გაიმაიმუნებ თავს და მერე კიდევ მაიმუნობ იქ, სადღაც რომ ზიხარ, ხომ რა გავაკეთოთ ახლა ჩვენ გიყუროთ და რა? შოუა? მასკარადია? რა ხდება? ვითომ არ იციან რა იყო და როგორ იყო. აქაც ვიღაცები, თურმე ახლა გაიგეს მშვიდობის მტრედია და ყველაფერი მაგრად გააკეთა და ჩვენი ქვეყანა ჰაერში აიყვანა, ისეთი ლამაზი ქვეყანა გახადა - ჩვენი ქვეყანა ლამაზია ღვთისგან", - ამბობს მეუფე სტეფანე.
PACE-მ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მოამზადა, მას ივნისის სესიაზე ეყრება კენჭი
უნგრეთის მმართველი პარტია პრემიერმინისტრის ვადების შეზღუდვას გეგმავს
ოცნების მთავრობა: საქართველოში ყაზახეთის პრეზიდენტის, კასიმ-ჟომარტ ტოკაევის ვიზიტია დაგეგმილი
Cashback-ის და Visa-ს შეთავაზება ICR Trade-ის მაღაზიებში
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)