|
2023-01-12 13:06:09, 1283 ნახვა
სამართალი
საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე სასამართლომ 4 პირი დამნაშავედ ცნო
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჯგუფურად, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის გადმოტანის მომზადების და განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვის ფაქტებზე, სამი ფიზიკური და ერთი იურიდიული პირი დამნაშავედ ცნო. გენერალური პროკურატურის ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ თბილისში არსებული ერთ-ერთი კომპანიის კუთვნილი საბაჟო საწყობი კანონმდებლობის უხეში დარღვევით ახორციელებდა სამეწარმეო საქმიანობას, რასაც თან ახლდა დიდი ოდენობით - 4 443 433 ლარის შემოსავლის მიღება, ხოლო აღნიშნულის შედეგად, სახელმწიფოს - 978 004 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა. "საბაჟო საწყობის ხელმძღვანელი პირები, კომპანიის კუთვნილ არასაბაჟო საწყობის ტერიტორიაზე ინახავდნენ განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 571 304 ლარის საბაზრო ღირებულების აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებულ უაქციზო სიგარეტს. ბრალდებულებმა, საბაჟო კონტროლისგან მალულად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადმოსატანად მოამზადეს 184 131 ლარის საბაზრო ღირებულების სხვადასხვა დასახელების თამბაქოს ნაწარმი, რომელიც სამართალდამცველებმა დროულად ამოიღეს. პროკურატურამ სამ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით, მე-200 მუხლის მე-2 ნაწილის „გ" ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილით და 18-214-ე მუხლის მე-5 ნაწილის „დ" ქვეპუნქტით წარუდგინა (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით და მისგან მალულად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის გადმოტანის მომზადებისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა), ხოლო იურიდიულ პირს - სსკ-ის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით (უკანონო სამეწარმეო საქმიანობა) წარუდგინა. სასამართლომ ოთხივე ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და ორ პირს - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. აღსანიშნავია, რომ მათ შორის ერთ-ერთი მსჯავრდებული, ასევე ბრალდებულია სხვა სისხლის სამართლის საქმეზე, კერძოდ, ჯგუფურად ჩადენილი, დიდი ოდენობით ქონების გამოძალვის ფაქტზე და ამჟამად, ბრალდების საქმე არსებითად განიხილება თბილისის საქალაქო სასამართლოში. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, კიდევ ერთ ბრალდებულს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა, საიდანაც ამ უკანასკნელს 4 წელი განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, 2 წელი კი ჩაეთვალა პირობით იმავე გამოსაცდელი ვადით. რაც შეეხება იურიდიული პირს, სასამართლოს გადაწყვეტილებით, აღნიშნულ საწარმოს სასჯელის სახედ 25 000 ლარი ჯარიმა და ლიკვიდაცია განესაზღვრა. ასევე, შემოსავლების სამსახურის მიერ მიმდინარეობს ხსენებული საწარმოს შემოწმება ბიუჯეტთან ანგარიშსწორების მიზნით", - ნათქვამია გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)