|
2023-01-11 14:32:14, 1326 ნახვა
მსოფლიო
სტოლტენბერი - სასტიკი ბრძოლები ბახმუტისა და სოლედარის გარშემო კიდევ ერთხელ აჩვენებს უკრაინელი სამხედროების გამბედაობას
ბრძოლები სოლედარისა და ბახმუტისთვის გვიჩვენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის გაძლიერება რუსეთის წინააღმდეგ ომში,- ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. სტოლტენბერის თქმით, ნატო-ს მხარდაჭერა რეალურ განსხვავებას ქმნის ბრძოლის ველზე. „ბოლო დღეებში ჩვენ ვნახეთ სასტიკი ბრძოლები ბახმუტისა და სოლედარის გარშემო აღმოსავლეთ უკრაინაში. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს უკრაინელი სამხედროების გამბედაობას, რომლებიც იბრძვიან სამშობლოს დასაცავად. ეს ასევე გვიჩვენებს, თუ რამდენად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია გავზარდოთ ჩვენი სამხედრო მხარდაჭერა უკრაინისთვის. ჩვენი მხარდაჭერა რეალურ განსხვავებას ქმნის ბრძოლის ველზე. ომის ამ გადამწყვეტ დროს, ჩვენ ბევრად მეტი და ბევრად უფრო სწრაფად უნდა გავაკეთოთ",- განაცხადა სტოლტენბერგმა. შეგახსენებთ, რომ მანამდე ევროკავშირმა და ნატო-მ გამოაცხადეს სამუშაო ჯგუფის შექმნა კრიტიკული ინფრასტრუქტურის ერთობლივად დასაცავად.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)