|
2023-01-11 09:24:51, 1191 ნახვა
მსოფლიო
ზელენსკიმ მედვედჩუკს და კიდევ სამ პირს უკრაინის მოქალაქეობა შეუწყვიტა
უკრაინის პრეზიდენტმა ყოფილ უკრაინელ დეპუტატებს - ვიქტორ მედვედჩუკს, ტარას კოზაკს, ანდრეი დერკაჩს და რენატ კუზმინს უკრაინის მოქალაქეობა შეუწყვიტა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვიდეომიმართვაში განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული პირებისთვის მოქალაქეობის გაუქმების გადაწყვეტილება უკრაინის უსაფრთხოების სამსახურისა და სახელმწიფო საიმიგრაციო სამსახურის მიერ მომზადებული მასალების საფუძველზე მოხდა. "მასალებზე დაყრდნობით, რომლებიც მომზადდა СБУ-მ და სახელმწიფო მიგრაციის სამსახურის მიერ და ჩვენი სახელმწიფოს კონსტიტუციის შესაბამისად, მე გადავწყვიტე შემეწყვიტა მოქალაქეობა ოთხი ადამიანისთვის: ვიქტორ მედვედჩუკი, ტარას კოზაკი, ანდრეი დერკაჩი და რენატა კუზმინი. თუ სახალხო დეპუტატები აირჩევენ ემსახურონ არა უკრაინელ ხალხს, არამედ უკრაინაში ჩასულ მკვლელებს, მაშინ ჩვენი ქმედება შესაბამისი იქნება“,- განაცხადა ზელენსკიმ. გარდ ამისა, "украинская правда"-ს წყაროს ცნობით, იგეგმება სახალხო დეპუტატებისთვის მანდატების ჩამორთმევაც.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)