06:42 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-10 11:45:40, 1688 ნახვა

ომი უკრაინაში
ესტონეთი მზადაა გახდეს ევროკავშირშის პირველი ქვეყანა, რომელიც რუსულ აქტივებს უკრაინას გადასცემს

ესტონეთი მზადაა გახდეს ევროკავშირშის პირველი ქვეყანა, რომელიც რუსულ აქტივებს უკრაინას გადასცემს. ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მიჰკელ ტამმა განაცხადა. 

როგორც გამოცემა Bლოომბერგ-ი წერს, ​ესტონეთი გეგმავს საკანონმდებლო ბაზის შექმნას მიმდინარე წლის იანვრის ბოლომდე, რაც მას საშუალებას მისცემს უკრაინას გადასცეს ტალინის მიერ გაყინული რუსული აქტივები.

ამრიგად, ესტონეთი შეიძლება გახდეს ევროკავშირის პირველი სახელმწიფო, რომელიც რუსულ აქტივებს კიევს გადასცემს - ნებისმიერ შემთხვევაში, სხვა ქვეყნებს არ გამოუცხადებიათ სურვილი მსგავსი მექანიზმის შექმნის შესახებ. 

მანამდე იგივე სააგენტო გერმანიის მთავრობის წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ გერმანია ასევე განიხილავს რუსული აქტივების შესაძლო გადაცემას უკრაინაში, სადაც დაახლოებით 5 მილიარდი ევროა გაყინული . თუმცა, ბერლინი ელოდება ევროკავშირის კონსოლიდირებულ პოზიციას და არ არის მზად სარისკო ინდივიდუალური ნაბიჯებისთვის, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სასამართლო პროცესების ტალღა.

ესტონეთის მიერ გაყინული რუსული სახსრების მთლიანი მოცულობა 20 მილიონი დოლარია. მთლიანობაში, ევროკავშირმა გააყინა რუსული აქტივები 68 მილიარდი ევროს ოდენობით, ამ თანხის 90 პროცენტი ბელგიას, ლუქსემბურგს, იტალიას, გერმანიას, ირლანდიას, ავსტრიასა და საფრანგეთს აქვს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics