|
2023-01-07 13:36:30, 1092 ნახვა
მსოფლიო
Reuters - რუსი ჰაკერები თავს დაესხნენ აშშ-ს სამ ბირთვულ ლაბორატორიას
რუსული ჰაკერული დაჯგუფება , რომელიც ცნობილია როგორც Cold River, ზაფხულში შეერთებული შტატების სამ ბირთვულ კვლევის ლაბორატორიას დაესხა თავს. ამის შესახებ Reuters-ის ჟურნალისტების , ასევე კიბერუსაფრთხოების ხუთი ექსპერტის მიერ დამოწმებული ინტერნეტ ჩანაწერები მიუთითებენ. თავდასხმები განხორციელდა აგვისტო-სექტემბერში ლოურენსის სახელობის ბრუკჰავენის, არგონისა და ლივერმორის ეროვნულ ლაბორატორიებში. სააგენტოს ცნობით, ჰაკერებმა შექმნეს ყალბი შესვლის გვერდები თითოეული დაწესებულებისთვის და გაუგზავნეს ელ.წერილი ბირთვულ მეცნიერებს, რათა აიძულონ ისინი გამოეცხადებინათ პაროლები. სამივე ლაბორატორიამ უარი თქვა კომენტარის გაკეთებაზე წარმატებული იყო თუ არა ჰაკერების მცდელობები. Cold River პირველად მოექცა ამერიკის დაზვერვის ყურადღების ცენტრში 2016 წელს ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე თავდასხმის შემდეგ. Reuters-მა დააფიქსირა ელექტრონული ფოსტის ანგარიშები, რომლებიც გამოიყენებოდა ჰაკერულ ოპერაციებში 2015-დან 2020 წლამდე და მათ მიიყვანეს IT სპეციალისტთან რუსეთის ქალაქ სიქტივკარში. „ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ჰაკერული ჯგუფი, რომლის შესახებაც არასოდეს გსმენიათ“, განუცხადა სააგენტოს ადამ მაიერსმა, აშშ-ის კიბერუსაფრთხოების ფირმის CrowdStrike-ის დაზვერვის უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა. „ისინი ჩართულნი არიან კრემლის საინფორმაციო ოპერაციების უშუალო მხარდაჭერაში“. შეგახსენებთ, Cold River-მა გააძლიერა ჰაკერული კამპანია კიევის მოკავშირეების წინააღმდეგ 24 თებერვალს რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ უკრაინაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)